|
2023-08-18 10:55:00, 1179 ნახვა
ეკონომიკა
ქობულეთში 115 ნომრიანი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი - DREAM RESIDENCE აშენდება - პარტნიორი „საქართველოს ბანკია“
„საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი პარტნიორ ბიზნესებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით ქობულეთში, დაბა ჩაქვში, ახალი სასტუმროს ტიპის აპარტოტელი აშენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ დოლარია, ბანკის ფინანსური რესურსი კი 1.53 მლნ დოლარს შეადგენს. DREAM RESIDENCE-ი წარმოადგენს დახვეწილი არქიტექტურის, კომფორტისა და მიმზიდველი ინვესტიციის ერთობლიობას. “DREAM RESIDENCE შავი ზღვის უნიკალური საკურორტო ზონაში შენდება, პირადი პლაჟით რომელიც მდებარობს კომპლექსიდან სულ რაღაც 70 მეტრში. პროექტის ბაზაზე იგეგმება დასასვენებელი კომპლექსის განვითარება საკუთარი ინფრასტრუქტურით. კომპლექსი შედგება სასტუმროს ტიპის 115 აპარტამენტისგან, კომპლექსის შავი ზღვის სანაპიროდან პირველ ზოლში განთავსდება. აპარტამენტებიდან გადაშლილი იქნება ბათუმის, ზღვისა და მთის უნიკალური პანორამული ხედები. აპარტამენტები ბარდება დასრულებული რემონტით, პროექტისთვის ინდივიდუალურად შესრულებული დეტალური დიზაინით, ტექნიკითა და ავეჯით. 12 სართულიანი კომპლექსი გააერთიანებს, კაფე-რესტორნებს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ადმინისტრაციას, საერთო სარგებლობის სივრცეებს, ღია აუზს, საფეხმავლო ბილიკს, რომელიც პირდაპირ შეუერთდება ზღვის სანაპიროსა და ზღვაში შეჭრილ ნაპირსს. სანაპიროზე განთავსდება კაფე-ბარი და ღია ტიპის ღამის კლუბი. კომპლექსს ექნება საკუთარი ღია პარკინგი. თუმცა, ეს ყველაფერი არაა, ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული მსხვილი დეველოპერული პროექტების განხორციელება აჭარის რეგიონში, მათ შორის ბათუმში. ამასთან ჩვენი მომხმარებლების მიერ განხორციელებული ინვესტიციების უკუგების მაჩვენებლის გასაზრდელად ვაპირებთ აქტიურად განვავითაროთ სასტუმროს მართვის და სამედიცინო ტურიზმის მიმართულებაც“,- განაცხადა სულხან ფალავანდიშვილმა, DREAM RESIDENCE - ის თანადამფუძნებელმა. „ჩვენ, როგორც კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ვცდილობთ გვერდით დავუდგეთ ბიზნესს, მივცეთ განვითარების ახალი შესაძლებლობები საინტერესო პროექტების განსახორციელებლად. სწორედ ასეთი პროექტია DREAM RESIDENCE - ი, რომელიც გვჯერა რომ მნიშვნელოვან წვლივლს შეიტანს სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის განვითარებაში, ახალი სამუშაო ადგილბის შექმნაში. კომპანიასთან საკმაოდ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და მოხარული ვართ, რომ მუდმივად ვხედავთ სწრაფვას, არ გაჩერდნენ და განვითარდნენ. კომპანია „დრიმ რეზიდენს ჩაქვი“ კომპანია „დრიმსაიდის“ ბრენდის ქვეშ ოპერირებს, „დრიმსაიდი“ კი წარმოადგენს სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას, რომელიც ბაზარზე აქტიურად 2021 წლიდან ფუნქციონირებს. დღეის მდგომარეობით კომპანიამ წარმატებით დაასრულად პროექტი ჩაქვის საკურორტო ზონაში. სწორედ მითითებული სანაპირო ზონის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში შენდება DREAM RESIDENCE-ი, რომლის მშენებლობაც 2023 წლის აპრილში დაიწყო და მისი დასრულება 2025 წლის ბოლოს იგეგმება“,- აღნიშნავს ნათია ღლონტი, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)