|
2023-08-17 15:29:54, 893 ნახვა
პოლიტიკა
ოდიშარია - კობახიძე ძალიან გულწრფელი ადამიანია - მის სინანულში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს
ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი როგორც ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსი, ისე ძალიან გულწრფელი ადამიანი. შესაბამისად, მის სინანულში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. როგორც ოდიშარიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა "შეცდომაზე ვაჟკაცურად და ღირსეულად" ისაუბრა. "ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი როგორც ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსი, ისე ძალიან გულწრფელი ადამიანი. შესაბამისად, მის ამ სინანულში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს და მით უმეტეს, მე არ მეპარება, რადგან ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანს. ამ ფონზე, როდესაც ხელში გაჩეჩებენ რაღაც სურათს, შეიძლება მოხდეს და ადამიანმა დაუშვა შეცდომა, რაზეც ვფიქრობ, კობახიძემ ვაჟკაცურად და ღირსეულად ისაუბრა. სიტყვა სინანული, მე ვფიქრობ, არის ძალიან მაღალი ღირსების აღმნიშვნელი",- აცხადებს ოდიშარია. შეგახსენებთ, 14 აგვისტოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არასწორი და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, შოვში, სტიქიის დროს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს. მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის, რომელიც ასევე გამოეხმაურა ერთ-ერთი გადარჩენილის, დავით ჯელაძის ისტორიას, გაუგებარი იყო, რატომ გახდა საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა", როცა "უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა". აღსანიშნავია, რომ კობახიძის ამ განცხადებას იმავე დღესვე გამოეხმაურა სტიქიურ უბედურებას გადარჩენილი დავით ჯელაძე და თქვა, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გადარჩენილებს შეურაცხყოფა მიაყენა. გუშინ, 16 აგვისტოს, ირაკლი კობახიძე შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთხელ ჩავიდა და მედიასთან გაკეთებული კომენტარის დროს აღნიშნა, რომ დავით ჯელაძეს შეხვდა და მისგან პირადად მოისმინა ისტორია, რომელიც შოვში გადახდათ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ "გამოხატავს სინანულს", რომ დავით ჯელაძეს "გული ატკინა".
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)