15:23 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-16 09:33:37, 1263 ნახვა

ომი უკრაინაში
ბლინკენი მოუწოდებს კონგრესს, უკრაინისთვის დამატებით 24,1 მილიარდის გამოყოფას მხარი დაუჭიროს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კონგრესს მოუწოდებს, უკრაინისთვის დამატებით $24,1 მილიარდის გამოყოფასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოთხოვნას მხარი დაუყოვნებლივ დაუჭიროს.

როგორც ბლინკენმა 15 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აშშ-ისა და მოკავშირეების დახმარებამ უკრაინას საშუალება უნდა მისცეს, მომავლისთვის იბრძოლოს.

"გასულ კვირაში ჯო ბაიდენმა მოითხოვა 24,1 მილიარდი დოლარი უკრაინის უსაფრთხოების, ეკონომიკის, ჰუმანიტარული საჭიროებების მხარდაჭერის გასაგრძელებლად, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების, რომლებიც განიცდიან ამ ომის შედეგებს.

ჩვენმა ძალისხმევამ და რესურსებმა ისევე, როგორც მოკავშირეებისა და პარტნიორების დახმარებამ, საშუალება უნდა მისცეს უკრაინელებს, რომ იბრძოლონ სიცოცხლისთვის, თავისუფლებისა და მომავლისთვის. მოვუწოდებ კონგრესს, დაუყოვნებლივ დაუჭიროს მხარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მოთხოვნას", - განაცხადა ბლინკენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics