16:28 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-15 18:12:41, 1045 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგიშვილი - შს მინისტრი მოვა ინტერპელაციაზე და ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გასცემს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში ინტერპელაციაზე მივა და ყველა საკითხზე ამომწურავ პასუხს გასცემს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილი განაცხადა.

მისივე თქმით, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხი საზოგადოების ხელისუფლების მხრიდან უკვე აქვს.

"რა თქმა უნდა, მინისტრი მოვა ინტერპელაციაზე და ყველა საკითხზე ამომწურავ პასუხს გასცემს. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას ხელისუფლების მხრიდან უკვე აქვს ამომწურავი პასუხები გაცემული", - განაცხადა ქადაგიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ინტერპელაციის წესით შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს იბარებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics