|
2023-08-14 09:35:20, 1300 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - დღე არ გადის ისე, რომ რუსულმა ბოროტებამ ჩვენგან სამართლიანი პასუხი არ მიიღოს
არცერთი დღე არ გადის ისე, რომ რუსულმა ბოროტებამ ჩვენგან სამართლიანი პასუხი არ მიიღოს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკრაინა გამარჯვებასა და სამართლიანობის აღდგენას უახლოვდება. „ჩვენი მეომრები სამაგიეროს უხდიან ოკუპანტების ტერორს. არ გადის არცერთი დღე, რომ რუსულმა ბოროტებამ არ მიიღოს ჩვენი სრულიად სამართლიანი საპასუხო მოქმედება. ყველა განადგურებული ოკუპანტი, დამწვარი რუსული ტექნიკა, ცეცხლი მათ შტაბსა და საწყობებში, ქერჩის ხიდზე გაჩენილი კვამლი და სხვა - ეს ყველაფერი მოწმობს, რომ რუსეთის არცერთ დანაშაულს უპასუხოდ არ დავტოვებთ. თითოეულ ჩვენს მეომარს, ვინც იმყოფება ფრონტის ხაზზე და მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ხარკოვიდან ხერსონამდე, თითოეულ ჩვენს მეომარს აქვს შესაძლებლობა, სამართლიანობა დაამყაროს უკრაინაში. უკრაინა უახლოვდება სამართლიანობას, უახლოვდება გამარჯვებას. რუსი მკვლელები ჩვენს მიწაზე უახლოვდებიან განადგურებას", - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)