|
2023-08-07 12:57:51, 748 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი შოვზე - საზოგადოებამ ნახა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს რუსულ რეჟიმს ადამიანების მიმართ
ამ დღეების განმავლობაში, საზოგადოებამ თავად ნახა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს რუსულ რეჟიმს ადამიანების მიმართ და ჩემზე უკეთეს ანალიზს აკეთებს ხალხი,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, "ვინც გულგრილად მიუდგა ამ სიტუაციას, ჩაიდინა უკანონობა", უნდა დაისაჯოს. “მე მინდა, სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო ეს ტრაგიკული დღეები. ძალიან მძიმეა, ორი შვილის მამა ვარ და უმძიმესია ამ ყველაფრის ყურება ყოველდღიურ რეჟიმში - ამ ოჯახების, ამ ადამიანების, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ოჯახის წევრები, ბავშვები, ეს არის უმძიმესი ტრაგედია. მე ვეცდები, მაქსიმალურად თავი შავი შევიკავო, თუმცა ერთი აუცილებლად უნდა ვთქვათ - ამ დღეების განმავლობაში, საზოგადოებამ თავად ნახა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს რუსულ რეჟიმს ადამიანების მიმართ და ჩემზე უკეთეს ანალიზს აკეთებს ხალხი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც გულგრილად მიუდგა ამ სიტუაციას, გამოიჩინა გულგრილობა, ჩაიდინა უკანონობა, იყვნენ დასჯილები და საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც არ შეგვეშინდება დილით გაღვიძება, გადაადგილება, დასვენება და უსაფრთხოების პრობლემები არ გვექნება. ამიტომ, სხვა პოლიტიკურ განხილვებში ამ თემასთან დაკავშირებით ნამდვილად არ შევალ, ამის დრო აუცილებლად დადგება, თუმცა მანამდე ის უმძიმესი ტრაგედია, რაც განვითარდა შოვში, კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო საქართველოს მოქალაქეებს",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)