16:51 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-04 20:04:13, 1433 ნახვა

ომი უკრაინაში
მალიარი - ბახმუტის მიმართულებით მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს, მტერს დაკარგული პოზიციების დაბრუნება სურს

ბახმუტის მიმართულებით მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს და მტერს დაკარგული პოზიციების დაბრუნება სურს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

როგორც მალიარი აღნიშნავს, უკრაინის შეიარაღებული ძალები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით კონტრშეტევითი ოპერაციების ჩატარებას აგრძელებენ.

"მძიმე ვითარებაა ბახმუტის მიმართულებით. სამხრეთ ფლანგზე ჩვენი ჯარები საარტილერიო ცეცხლის ქვეშ არიან, მაგრამ წინსვლას აგრძელებენ. მტერი ჩრდილოეთ ფლანგზე გვიტევს, თუმცა ჩვენ თავდასხმებს ვიგერიებთ. მტერს დაკარგული პოზიციების დაბრუნება სურს.

ამასთან, აღმოსავლეთით მტერი ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით გვიტევს. იქ სასტიკი ბრძოლებია, მაგრამ ჩვენი დამცველები მტერს წინსვლის საშუალებას არ აძლევენ", - განაცხადა მალიარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics