|
2023-08-01 22:21:50, 1517 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ისეთი ძლიერი სახელმწიფო, როგორიც არის ჩინეთი, ღიად ადასტურებს საქართველოსთან ურთიერთობის მნიშვნელობას
ბოლო დღეების განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენმა მოსახლეობამ ნახა ნამდვილად ისტორიული ვიზიტი ბატონი პრემირ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩინეთში, რომელიც დღეს უკვე ყაზახეთში გრძელდება. ეს გახლავთ ნამდვილად ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი თანამშრომლობის პერსპექტივა გამოიკვეთა ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და ძლიერ ეკონომიკასთან, რომელსაც წარმოადგენს ჩინეთი,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. რიჟვაძის თქმით, "განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ისეთი ძლიერი სახელმწიფო, როგორიც არის ჩინეთი, ღიად ადასტურებს საქართველოსთან ურთიერთობის მნიშვნელობას და ეს ურთიერთობის ნიშნული სტრატეგიულ თანამშრომლობის განზომილებაში ავიდა". "ნამდვილად მისასალმებელია, დახვედრის მომენტიდან შეხვედრების განმავლობაში ყველანი კარგად ვხედავდით იმ ძალიან დიდ პატივისცემას, დაფასებას, რომელსაც ჩინეთი გამოხატავდა ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი მთავრობის მეთაურის და მთლიანად, დელეგაციის მიმართ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ვიზიტი ნამდვილად არის გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული თვალსაზრისით გარღვევის მნიშვნელობის. აქვე მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, მთლიანად დელეგაციის შემადგენლობას, ვინაიდან თქვენ იცით, რომ გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის შეთანხმება ჩინურ მხარესთან, კერძოდ, სიჩუანის პროვინციასთან, 80 მლნ-ზე მეტი მოსახლეობით, ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკის პროვინციაა. საქართველო და მისი მთავრობა ახორციელებს ძალიან თანმიმდევრულ, სტაბილურ საგარეო პოლიტიკას, აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ როგორც დასავლეთ ნახევარსფეროში გვყავს ძალიან ბევრი ღირსეული პარტნიორი, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები, ასევე ვაგრძელებთ ჩვენ სტრატეგიულ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩვენ, ჩვენს დონეზეც ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. და ამ ყველაფერთან ერთად, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სწორედ ძლიერ ეკონომიკასთან, ძლიერ სახელმწიფოსთან ჩინეთთან ჩამოგვეყალიბებინა ამ მნიშვნელობის და ამ დონის სტრატეგიული თანამშრომლობა",- განაცხადა რიჟვაძემ.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)