16:49 - 23 Apr, 2026
|
2023-08-01 19:26:53, 1288 ნახვა
ომი უკრაინაში
სენატორი ლინდსი გრემი - უკრაინაში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება ნატოზე თავდასხმა იქნება
„რესპუბლიკელმა“ სენატორი ლინდსი გრემი დიმიტრი მედვედევის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც რუსეთმა ბირთვულ იარაღს შეიძლება მიმართოს, თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული აღმოჩნდება. როგორც სენატორი აღნიშნავს, უკრაინაში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება ნატოზე თავდასხმა იქნება. „ჩემს რუს მეგობრებს, რომლებიც საუბრობენ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე: თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ეს იქნება თავდასხმა ნატოზე, უკრაინის ნატოს ტერიტორიასთან სიახლოვის გათვალისწინებით. დროა გამოფხიზლდეთ, გააცნობიეროთ, რომ თქვენი ბარბაროსული შეჭრა უკრაინაში არ მუშაობს, გაიყვანეთ [ჯარები] და გადაარჩინე ბევრი რუსი ახალგაზრდა უაზრო სიკვდილისგან“, - აღნიშნა სენატორმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)