23:36 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-01 14:57:26, 1462 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - უკრაინის სამხრეთით რუსეთი საბრძოლო მასალის ნაკლებობას განიცდის

უკრაინის სამხრეთით, რუსეთის სარდლობის საერთო პრობლემები, სავარაუდოდ, არის საარტილერიო საბრძოლო მასალისა და რეზერვის ნაკლებობა, ასევე თავდაცვითი ქვედანაყოფების არასაკმარისი რაოდენობა. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი.

დაზვერვის თქმით, უკრაინის სამხედრო ძალები წინ მიიწევენ რუსეთის 58-ე არმიის პოზიციებზე.

ამასთან, ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ ველიკა ნოვოსელკას სამხრეთით რუსი სამხედროები თავდაცვის რეჟიმზე არიან გადასულები.

"რუსეთის ფედერაციის მე-5 გაერთიანებული შეიარაღების არმიის ქვედანაყოფები, სავარაუდოდ, განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ არიან", - აღნიშნულია ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics