|
2023-07-31 17:47:44, 1075 ნახვა
ეკონომიკა
დეგნანი - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩამოყალიბდა საერთაშორისო ჰაბად საქართველოში, რომელსაც ქვეყანაში მილიონობით ტურისტი შემოჰყავს
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს სტუმრობდა, სადაც საქართველოში რიგით მერვე და იმერეთის რეგიონში პირველი ამერიკული სწრაფი მომსახურების რესტორანი, Fresh forward-ის დიზაინის Subway გახსნა. "მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული Subway-ის რიგით მერვე ფილიალის ოფიციალურ გახსნაზე, რომელიც მეორეა ბოლო თაობის Fresh Forward-ის ტიპის დიზაინის საქართველოში. ეს არის საერთაშორისოდ ცნობილი, ძალიან პოპულარული ამერიკული ბრენდი და მოხარულები ვართ მისი აქ გახსნით. ამერიკის საელჩო დაეხმარა ბევრ ამერიკულ კომპანიას, მოეძებნათ ქართველი პარტნიორები საქართველოში სხვადასხვა საქმიანობისთვის, რაც ზრდის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს არა მარტო რეგიონის და ქუთაისის მოსახლეობისთვის, არამედ მთლიანად, საქართველოსთვის. ძალიან კარგია, რომ აღნიშნული რესტორანი გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რადგანაც ის ნამდვილად ჩამოყალიბდა საერთაშორისო ჰაბად საქართველოში, რომელსაც ქვეყანაში შემოჰყავს მილიონობით ტურისტი",- განაცხადა კელი დეგნანმა. აშშ-ის ელჩის თქმით, დღეს გავხდით მომსწრენი კიდევ ერთი დაკავშირებისა ამერიკასა და საქართველოს შორის, რომელიც მოიტანს სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქართველი ხალხისთვის. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის Subway-ის ფილიალში ამ ეტაპზე 16 ადამიანია დასაქმებული.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)