22:23 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-31 15:31:25, 581 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - ჩინეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მომავალშიც ასე გაგრძელდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სხვა წევრების ჩინეთის რესპუბლიკაში ვიზიტს ეხმიანება.

ზარქუა დადებითად აფასებს და მადლობას უხდის მთავრობას ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტისთვის.

„ჩვენი საზოგადოებისთვის სასიხარულოა, რომ ჩინეთთან ასეთი ღირსეული, ყოვლისმომცველი და საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა ჩვენს მთავრობას ბატონი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სადაც სტრატეგიული თანამშრომლობა ჯერ ითქვა, შემდეგ დაიდო და გახმოვანდა ის ხელშეკრულება, რომელიც ეხება საერთაშორისო ვაჭრობის თემებს ჩინეთთან, ეხება კულტურულ, საგანმანათლებლო მიმართულებებს და ერთი სიტყვით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის ჩინეთი, რომელიც ეკონომიკით მსოფლიოში მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, ასე გვერდში დაუდგება საქართველოს, კიდევ უფრო მეტად. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს აქამდეც ასე იყო და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩინეთიდან ის ახალი ტექნოლოგიები, ახალი შესაძლებლობები, მათ შორის, ტრანზიტული ფუნქციის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ბუნებრივია ეს დამატებით ფინანსურ რესურსსაც მისცემს ჩვენს ქვეყანას. ასე რომ, ცალსახად დადებითად უნდა შევაფასოთ და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერს, ჩვენს მთავრობას ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტისთვის ჩინეთში“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics