|
2023-07-31 14:14:06, 570 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - მშვიდობა, სტაბილურობა ჩინეთისთვის არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, მათ შორის ამ რეგიონში, სადაც საქართველო არის საკვანძო ქვეყანა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით
მშვიდობა, სტაბილურობა ჩინეთისთვის არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, მათ შორის ამ რეგიონში, სადაც საქართველო არის საკვანძო ქვეყანა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას საგანგებო მნიშვნელობა აქვს. "ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას საგანგებო მნიშვნელობა აქვს ოთხივე მიმართულებით, პოლიტიკური მიმართულებით, სადაც პირველ რიგში ხაზგასმულია ქვეყანათა ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და საკითხების მშვიდობიანად, პოლიტიკურად მოგვარების საკითხი, რაც ჩვენთვის ასევე საგანგებოდ მნიშვნელოვანია, როგორც ჩინეთისთვის. ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველო ყველა დოკუმენტში, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც, მოხსენიებულია როგორც შუა დერეფნის განსაკუთრებული გეოგრაფიული მონაკვეთი. კულტურული, ხალხთაშორისი ურთიერთობა, განათლების სფეროში ურთიერთობა ასევე საგანგებოდ მნიშვნელოვანია. ყველა ჩამოთვლილი მიმართულებები ორმხრივი ურთიერთობების დამახასიათებელია. ჩვენი თანამშრომლობა წამოეწევა გარკვეულწილად ევროპის თანამშრომლობას ჩინეთთან და ჩინეთი როგორც მსოფლიოში მეორე ეკონომიკა გასათვალისწინებელი ფაქტორია, როცა ამხელა დონის ურთიერთობებზე ვსაუბრობთ. მშვიდობა, სტაბილურობა ჩინეთისთვის არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, მათ შორის, ამ რეგიონში, სადაც საქართველო არის საკვანძო ქვეყანა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დასავლელ მოკავშირეებთან საქართველოს ურთიერთობას არ დააზიანებს. „ბევრ ქვეყანასთან აქვს ჩინეთს სტრატეგიული ურთიერთობები, მათ შორის, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანასთან და პირდაპირ ევროკავშირთან სტრატეგიული ურთიერთობების დღის წესრიგის შეთანხმება არსებობს ჩინეთთან, ასე, რომ არათუ დააზიანებს, ჩვენ წამოვეწევით დასავლელ პარტნიორებს ჩინეთთან ურთიერთობის ამ მიმართულებით. პატარა ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, სტაბილურობა, პოლიტიკური საკითხები, რომელიც ეხება ტერიტორიულ მთლიანობას და უამრავ სხვა მიმართულებას, არის მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, მსოფლიოში მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)