23:22 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-31 05:11:36, 652 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - თქვენ გიცავთო და ვისგან გვიცავენ, პუტინისტებისგან?

"გდდ, რობოკოპები, პოლიცია, ყველაფერი აქ ჰყავთ... თქვენ გიცავთო და ვისგან გვიცავენ, პუტინისტებისგან?", - ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ბათუმში მიმდინარე აქციაზე საუბრობს.

"არ დავუთმობთ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანას. გავაგრძელებთ მართლა ბოლო ამოსუნთქვამდე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველამ კარგად დაინახა ამ ხელისუფლების რუსული სახე. ჩვენ გვინდა ახლა, წარმოიდგინეთ, ქალაქში ვართ, ბათუმში, სადაც ტურისტულ მექად იქცა პრეზიდენტ სააკაშვილის დროს, 6 მილიონამდე ტურისტი ჩამოდიოდა ბათუმში და დღეს რუსებით გადავსებულია აქაურობა, რომლებიც აქ სახლდებიან. პუტინისტებით, რასაკვირველია, ნახევარზე მეტი დივერსანტია. აი ისეთი დამოკიდებულებით, გემიდან რაც გვაჩვენეს ზუსტად. აი ეგეთი პუტინისტები შემოჰყავთ. არ გვინდა, ვერ შევეგუებით...

გდდ, რობოკოპები, პოლიციის ძალიან დიდი რაოდენობა, ყველაფერი აქ ჰყავთ მოყვანილი. რას იცავთო, რომ კითხო, გვეტყვიან, თქვენ გიცავთო და ვისგან გვიცავენ, პუტინისტებისგან? რცხვენიათ, ხომ არ გეტყვიან რუსებს ვიცავთო. ჩვენ უნდა გვაგინონ ამ რუსებმა, გვითხრან, რომ აფხაზეთი რუსეთია და რუსეთის გუბერნია ვართ და ეს ხალხი ჩამოვიდეს და ესენი წითელი ხალიჩით უნდა დახვდნენ, - ამბობს ხაბეიშვილი.

ბათუმის პორტთან ამ დრომდე ხმაური და დაძაბულობაა. მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რუსულ საკრუიზო გემს, "ასტორია გრანდეს" ხვდებიან, რომელმაც ქვეყანაში 800-ზე მეტი რუსი და პუტინის პროპაგანდისტი უნდა შემოიყვანოს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics