2023-07-30 14:06:43, 1294 ნახვა
ომი უკრაინაში
სუმის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
სუმის ოლქზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც სუმის საქალაქო საბჭოში აცხადებენ, დაღუპულთა რიცხვი 2-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 20 კაცამდეა გაზრდილი.
"სუმის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების შენობაზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2-მდე, დაშავებულთა კი 20-მდე გაიზარდა. საავადმყოფოში 3 ადამიანი რჩება", - აცხადებს სუმის საქალაქო საბჭო.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა სუმის საგანმანათლებლო დაწესებულებაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. უკრაინის ცნობით
ავტორი: ექსპრესნიუსი,