|
2023-07-28 16:33:34, 947 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - Royal Caribbean-ს ხმელთაშუა ზღვიდან ამერიკელი ტურისტები უნდა შემოეყვანა - ამის ნაცვლად, მივიღეთ სიმახინჯე, რაც გუშინ ვიხილეთ
Royal Caribbean-ს ხმელთაშუა ზღვიდან ძირითადად ამერიკელი ტურისტები უნდა შემოეყვანა - ამის ნაცვლად, მივიღეთ ეს სიმახინჯე, რაც გუშინ ვიხილეთ,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკრუიზო გემის - ASTORIA GRANDE-ს სოჭიდან ბათუმის პორტში შემოსვლას. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, "ეს უბედურება სწრაფად უნდა დასრულდეს". "აი, ასეთი ტერმინალის მშენებლობა შეაჩერეს ბათუმში 2012-ში. Royal Caribbean-ს ხმელთაშუა ზღვიდან ძირითადად ამერიკელი ტურისტები უნდა შემოეყვანა. ისინი დახარჯავდნენ ძალიან ბევრ ფულს და საქართველოს მთელს მსოფლიოში გაუთქვამდნენ სახელს. ამის ნაცვლად, მივიღეთ ეს სიმახინჯე, რაც გუშინ ვიხილეთ. ეს უბედურება სასწრაფოდ უნდა დავასრულოთ!"- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში გუშინ, 27 ივლისს შემოვიდა. აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა. ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ გუშინვე საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)