|
2023-07-28 15:23:50, 909 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - ბათუმში საკრუიზო ლაინერის შემოსვლას მოქალაქეებისგან ბუნებრივი რეაქცია მოჰყვა
რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლას ბათუმში მოჰყვა რეაქცია საქართველოს მოქალაქეებისგან და ვფიქრობ, ეს რეაქცია ბუნებრივი იყო,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. დეგნანის თქმით, „ქართველები არაჩვეულებრივი, სტუმართმოყვარე ხალხია, მაგრამ არავინ უნდა ელოდოს, რომ ეს ხალხი სიამოვნებით დახვდება ადამიანებს, რომლებმაც მათი მიწების ოკუპაცია მოახდინეს“. „რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლას ბათუმში მოჰყვა რეაქცია საქართველოს მოქალაქეებისგან და ვფიქრობ, ეს რეაქცია ბუნებრივი იყო. ქართველები არაჩვეულებრივი, სტუმართმოყვარე ხალხია, მაგრამ არავინ უნდა ელოდოს, რომ ეს ხალხი სიამოვნებით დახვდება აქ ადამიანებს, რომლებმაც მათი მიწების ოკუპაცია მოახდინეს და ხელს უშლიან ადამიანებს, რომ სახლში დაბრუნდნენ. ამიტომ, ვთვლი, რომ ხალხის ასეთი რეაქცია არავის უნდა უკვირდეს“,- განაცხადა დეგნანმა. ცნობისთვის, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში გუშინ, 27 ივლისს შემოვიდა. აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა. ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ გუშინვე საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)