|
2023-07-27 12:15:11, 703 ნახვა
პოლიტიკა
პატელი - თბილისში აშშ-ის საელჩო სააკაშვილის ლობირებაში არასდროს ჩართულა
თბილისში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა. პატელის თქმით, არ იცის, რატომ კეთდება ლობირებასთან დაკავშირებით განცხადებები. "რომელიმე მხარის ფსიქოლოგიურ შეფასებას არ ვაპირებ. მე არ ვიცი, რის გამო აკეთებენ ამ განცხადებებს, მაგრამ მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორო - თბილისში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში. ჩვენ შეგვიძლია ეს დარწმუნებით გითხრათ“,- განაცხადა პატელმა. ცნობისთვის, ლობირების თემასთან დაკავშირებით გუშინ, 26 ივლისს განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომაც. საელჩოს განცხადების მიხედვით "ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა".
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)