|
2023-07-26 13:29:19, 755 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - უახლოეს დღეებში, ენმ-ში ძალიან საინტერესო ადამიანებს ნახავთ
ჩვენ შევქმენით „გამარჯვების პლატფორმა“, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იქნება და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უახლოეს დღეებში თქვენ კიდევ ძალიან საინტერესო ადამიანებს ნახავთ „ნაციონალურ მოძრაობაში“,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერთან, გიორგი გახარიასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით დასმული კითხის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, მისი მთავრი ამოცანა, აღნიშნული პლატფორმის გაძლიერებაა. „ჩემი მთავარი ამოცანა არის „გამარჯვების პლატფორმა“ გავაძლიერო და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული სუბიექტების კონკრეტული სურვილი არის, რომ სხვა რეალობა აჩვენონ ხალხს, მაგრამ მე ვაკეთებ საქმეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება, შევქმენით „გამარჯვების პლატფორმა“ და პირველები ვიყავით, ვინც გაერთიანებისკენ ნაბიჯი გადადგა და ასევე, უახლოეს დღეებში შეგიძლიათ მოუყვეთ საზოგადოებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კიდევ იქნება ბევრი, ძალიან საინტერესო სიახლეები და ისეთი ადამიანები შემოგვიერთდებიან, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვნად გაძლიერებენ „ნაციონალურ მოძრაობას",- თქვა ხაბეიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)