00:37 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-25 10:11:08, 566 ნახვა

პოლიტიკა
მათიკაშვილი - ალბათ, საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ე.წ. რუსული კანონის კლიშე იყო აბსოლუტურად მოგონილი

ვისურვებდი გულწრფელად, ჩვენს ქვეყანაშიც მოქმედებდეს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც "ენჯეო" სექტორის გამჭვირვალობის საკითხს ისეთივე მაღალ თამასას მისცემდა, როგორც ეს არის შეერთებულ შტატებში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ერთადერთი მიზანი ჰქონდა - არასამთავრობო სექტორის დაფინანსების გამჭვირვალობა. 

"ალბათ, საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ე.წ. „რუსული კანონის“ კლიშე იყო აბსოლუტურად მოგონილი და შეთითხნილი. კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტს უნდა განეხილა და იხილავდა კიდეც, ერთადერთი მიზანი ჰქონდა -  ეს იყო „ენჯეო“ სექტორის გამჭვირვალობა, საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა, ისეთივე, როგორიც ეს გააჩნია მთავრობას. ხელისუფლების საქმიანობა არის მაქსიმალურად გამჭვირვალე, კარგად იცით, რომ საქართველო პირველ ადგილზეა სწორედ ხელისუფლების გამჭვირვალობის კუთხით, უპირველეს ყოვლისა, ფინანსებზეა საუბარი. მაგრამ "ენჯეო" სექტორი არის ჩრდილში  და მცდელობა როდესაც ჰქონდა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას იმისა, რომ ეს საკითხიც მსგავსად გამჭვირვალე ყოფილიყო, საუბარი მაქვს "ხალხის ძალის" მიერ შემოტანილ კანონპროექტზე, კარგად გახსოვთ, რა შედეგები მოჰყვა ამ ყველაფერს. არ ისურვეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ჩვენთან გამჭვირვალე ყოფილიყო ეს საკითხი, საინტერესოა რატომ. კარგად მახსოვს, ქარბატონი ელჩის კომენტარები, როდესაც აშშ-ში მოქმედ კანონსაც რუსულ კანონს უწოდებდა იმ კონტექსტით, როდესაც ის საქართველოში იმოქმედებდა და ამას ახსნა არ გააჩნია“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა Postv-ის ეთერში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics