|
2023-07-24 17:08:57, 833 ნახვა
პოლიტიკა
ილვესი ღარიბაშვილს - რომელ ევროპულ ღირებულებებს იზიარებთ? - ევროპაში საქართველოს სერიოზულად აღარავინ აღიქვამს
ევროპაში საქართველოს სერიოზულად აღარავინ აღიქვამს,- ასე ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი ევროპულ ფასეულობებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. ილვესმა საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებას "საკუთარი თავის შეურაცხყოფა" უწოდა. "რომელ ევროპულ ღირებულებებს იზიარებთ? კანონის უზენაესობას? ადამიანის უფლებების პატივისცემას? ევროპაში საქართველოს სერიოზულად აღარავინ აღიქვამს. სამწუხაროა. საკუთარი თავის შეურაცხყოფაა",- წერს ილვესი Twitter-ზე. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხოვატიის პრემიერ-მინისტრთან, ანდრეი პლენკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველო და ხორვატია "იზიარებენ ისტორიულ, კულტურულ და ევროპულ ფასეულობებს".
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)