|
2023-07-24 16:43:00, 775 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური და თავისუფალი, სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იქნება
რუსული პარტია რომ არ გვაძლევს პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის უფლებას, ეს ჩემი ბრალია?- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური და თავისუფალი, სანამ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში იქნება. „რუსული პარტია რომ არ გვაძლევს პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის უფლებას, ეს ჩემი ბრალია? ჩვენ შესაბამის დოკუმენტაციას ვადგენთ, რამდენიმე კვირის წინ მეც მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგრამ არ გვიშვებენ და ეს არის რეჟიმის სახე, როცა ჩვენი უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას არ გვაძლევენ და სხვათაშორის, თამარ კორძაიას ეს გასაჩივრებული აქვს, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული პასუხი არ არსებობს. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრს ვშრომობთ და მაგალითად, ხუთშაბათს საფრანგეთის ელჩთან მაქვს შეხვედრა, ევროკავშირის ელჩს შევხვდი და ამაზე გვქონდა საუბარი, ვერ ჩაითვლება არჩევნები ლეგიტიმურად და თავისუფლად თუ მიხეილ სააკაშვილი იქნება ციხეში. ჩვენ ამაზე ვესაუბრებით ყველას და უმნიშვნელოვანესია, რომ თუ არჩევნებზე გვინდა საუბარი, თუ ზოგადად, რამე არჩევნებთან დაკავშირებულმა შეიძლება იარსებოს, წარმოუდგენელია პრეზიდენტო სააკაშვილი, რომელსაც 600 ათასზე მეტი მომხრე ჰყავს, იყოს ციხეში“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)