|
2023-07-24 13:20:16, 767 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი ქართულ-რუსულ უნივერსიტეტზე - არაერთი ევროპული, ამერიკული ინსტიტუტი დაარსებულა და არ მახსოვს, კითხვა დაგესვათ
თუ საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, ინსტიტუციების დაფუძნება გაინტერესებთ, არაერთი ევროპული, ამერიკული ინსტიტუტი და უნივერსიტეტი დაარსებულა და არ მახსოვს, რომ აღნიშნულ თემაზე რამე კითხვა გაგეკეთებინათ და დაგესვათ,- ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა თბილისში ქართული-რუსული უნივერსისტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას. წილოსანის განცხადებით, საქართველოში რუსულ ექსპანსიას "არაფერი და ვერაფერი დაადასტურებს". "არაფერი და ვერაფერი ვერ დაადასტურებს რუსულ ექსპანსიას საქართველოში, ყველას დეკლარირებული გვაქვს ანტირუსული და პროდასავლური პოლიტიკა. ამიტომ, ამ თემაზე საუბარი ერთადერთი ემსახურება იმას, რომ დათესოთ რაღაცა პანიკა და აჟიოტაჟი გამოიწვიოთ საზოგადოებაში",- ამბობს წილოსანი. ცნობისთვის, საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნა იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)