|
2023-07-23 18:17:13, 1744 ნახვა
ომი უკრაინაში
იტალია უკრაინას ოდესის რეკონსტრუქციაში დაეხმარება
იტალია უკრაინას ოდესის რეკონსტრუქციაში დაეხმარება. როგორც RBC-Ukraine უკრაინაში იტალიის საელჩოზე დაყრდნობით იუწყება, იტალიის მთავრობა მზად არის, რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანებული ოდესის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძრისა და სხვა ისტორიული ძეგლების აღდგენაში მიიღოს მონაწილეობა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, "ბარბაროსობა ვერ გაიმარჯვებს". "ბარბაროსობა ვერ გაიმარჯვებს. იტალია, უნიკალური გამოცდილებით რეკონსტრუქციის სფეროში, მზად არის, შეუერთდეს საკათედრო ტაძრისა და უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის სხვა საგანძურის რეკონსტრუქციას",- აცხადებს მელონი. თავის მხრივ, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ აღნიშნა, რომ ფერისცვალების ტაძრის ნაწილის დანგრევა „საზიზღარი აქტია“. "იტალია, რომელმაც მხარი დაუჭირა ოდესის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეყვანას, იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც აღადგენს ქალაქს", - განაცხადა ტაიანიმ. შეგახსენებთ, რუსი ოკუპანტების მიერ ოდესაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია. თავდასხმიდან მალევე ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაზიანებული იყო ფერისცვალების ტაძარი, მეცნიერებათა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები. მოგვიანებით, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ წუხელ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფ ოდესის ისტორიულ ცენტრში, წინასწარი მონაცემებით, არქიტექტურის 25 ძეგლი დაზიანდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ოდესაში იერიში მიიტანეს იმ ობიექტებზე, სადაც "რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები მზადდებოდა".
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)