2023-07-22 10:43:56, 1786 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters - აშშ უკრაინისთვის $400 მილიონი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს
შეერთებული შტატები უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Reuters-ი სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ახალი დახმარება მოიცავს არტილერიას, საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და სახმელეთო მანქანებს.
„უკრაინას ჯავშანტრანსპორტიორები Stryker, სარაკეტო კომპლექსები NASAMS, საარტილერიო კომპლექსები HIMARS, Patriot, Stinger და ასევე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის TOW და Javelin გადაეცემა“,- წერს გამოცემა.
ამასთან, როგორც Reuters-ს ორმა ოფიციალურმა წყარომ განუცხადა, აშშ-ს ახალი დახმარების პაკეტი არ შეიცავს კასეტურ საბრძოლო მასალას.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, 12 ივლისს დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის 65 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადაცემის შესახებ განაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,