21:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-21 14:42:19, 1904 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანიამ უკრაინას Leopard 1-ის ტიპის 10 ტანკი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა, რომელიც Leopard 1-ის ტიპის 10 ტანკს მოიცავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტანკების გარდა, უკრაინას ასევე გადაეცა 20 MG3 ტყვიამფრქვევი 1 300 ჭურვი 1 500-მმ-იანი ჰაუბიცებისთვის, 1 ხიდის სისტემა და 12 მისაბმელი.

გარდა ამისა, დახმარების პაკეტში ასევე შედიოდა 10 სახმელეთო სარადარო სადგური, გარდა ადრე გადაცემული 8-სა; კიდევ 16 Zetros სატვირთო მანქანა, 4 მანქანა მესაზღვრეებისთვის, კიდევ 100 000 ინდივიდუალური ტაქტიკური პირველადი დახმარების ნაკრები.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულება დაახლოებით 600 მილიონი ევროა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics