|
2023-07-20 14:53:00, 851 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - უკრაინის ხელისუფლებამ აირჩია ქართველ ხალხზე თავდასხმა, მორალური პედესტალიდან საუბრის უფლება არ აქვთ
სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა აირჩია ქართველ ხალხზე თავდასხმა როგორც საკუთარი პოლიტიკა და ეს არ არის ახალი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას საქართველოსთან მორალური პედესტალიდან საუბრის უფლება არ აქვს. "სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა აირჩია ქართველ ხალხზე თავდასხმა როგორც საკუთარი პოლიტიკა და ეს არ არის ახალი. ჩვენ დიდი ხანია, ბევრი მიზეზის გამო ანგარიშს ვუწევთ, უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების გამო, ამ გარემოებას და იცით, რომ თავს ვიკავებთ ზედმეტი კომენტარებისგან, როდესაც უკრაინის ხელისუფლებას არჩეული აქვს ქართველ ხალხზე თავდასხმა, როგორც საკუთარი პოლიტიკა. ეს თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის მრჩევლად ნიშნავდნენ, ეს თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ კრიმინალი ადეიშვილი დღეს, ფაქტობრივად, უკრაინის გენერალური პროკურატურის ერთ-ერთი წამყვანი პირია; ეს თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ უკრაინის კონტრდაზვერვის უმაღლესი თანამდებობის პირებმა დააორგანიზეს მიხეილ სააკაშვილის შემოპარვა საქართველოში და დღეს ორგანიზატორები, რომლებიც პირდაპირ ვიცით ვინც არიან და გია ლორთქიფანიძეა ერთ-ერთი მთავარი, არის უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის ხელმძღვანელის მოადგილე და ნაცვლად იმისა, რომ ეს დამნაშავეები გადმოეცა უკრაინის ხელისუფლებას ქართული მართლმსაჯულებისთვის და ქართველო ხალხისთვის, მათ ისინი შეიფარეს დააწინაურეს და არიან მათი ხელისუფლების ნაწილი... სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება დღეს აცდენილია საკუთარი ხალხის ინტერესებს იმიტომ, რომ თავს ესხმის ქართველ ხალხს... უკრაინის ხელისუფლებას აქვს იმის უპირატესობა, რომ მორალური პედესტალიდან ესაუბროს ევროკავშირის თუ დასავლეთის ბევრ ქვეყანას, თუმცა არ მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლებას ჰქონდეს საქართველოსთან მორალური პედესტალიდან საუბრის უფლება, იმ ქვეყანასთან, რომელმაც სამი ომი გამოიარა",- განაცხადა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)