|
2023-07-20 10:44:29, 827 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე არახამიაზე - როდესაც განცხადებებს ფსევდოქართველი პატრიოტი აკეთებს, კეთილი ინებოს და საზოგადოებას ქართულ ენაზე მიმართოს
როდესაც აკეთებს განცხადებებს ფსევდოქართველი პატრიოტი ვინმე არახამია, კეთილი ინებოს და ქართულ ენაზე მიმართოს ქართველ საზოგადოებას,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერზე, დავით არახამიაზე საუბრისას განაცხადა. ბრეგაძის თქმით, „მიუხედავად მილიონდოლარიანი კამპანიისა, მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებულმა ძალებმა სამართლებრივი კრახი განიცადეს“. „პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რაც მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებულმა ძალებმა, მიუხედავად მილიონდოლარიანი კამპანიისა, განიცადეს სრული სამართლებრივი კრახი; ისინი გავიდნენ სამართლებრივი ფარგლებიდან და დაიწყეს აკრძალული პროპაგანდისტული იარაღებით საქართველოს მოქალაქეების ტერორიზება. არახამიას განცხადებაც ამ ჟანრიდან არის და, ფაქტობრივად, ამ სცენარის შემადგენელი ნაწილია. რას ნიშნავს განცხადება იმის შესახებ, რომ თუკი სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი, მივმართავთ პროკურატურას, რომ დაიწყონ გამოძიება. ეს არის პოლიტიზებული მართლმსაჯულების კლასიკური მაგალითი, როდესაც ადამიანი იმუქრება გამოძიების დაწყებით და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით თუ არ იქნება შესრულებული მისი სრულიად დაუსაბუთებელი და ალოგიკური სურვილი. ეს ადამიანი, პრაქტიკულად, ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და მინდა, მას შევახსენო, რომ, იმისთვის, რომ ის საქართველოში იყოს პოლიტიკურად აქტიური და თუ მას აქვს ამ ქვეყანაში პოლიტიკური გეგმები, მას სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა და, პირველ რიგში, ამისთვის მან უნდა ისწავლოს ქართული ენა და პატივი სცეს ქართველ საზოგადოებას. და იქნებ ერთხელ მაინც, როდესაც აკეთებს განცხადებებს ფსევდოქართველი პატრიოტი ვინმე არახამია, კეთილი ინებოს და ქართულ ენაზე მიმართოს ქართველ საზოგადოებას. ასევე, მას ვურჩევდი, რომ, პირველ რიგში, იზრუნოს იმ ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლის მოქალაქეც არის ამჟამად თვითონ და რომლებიც იმყოფებიან უსამართლო ომში, ხოლო უკრაინელ ხალხს, რა თქმა უნდა, ვუსურვებ ქვეყნის გამთლიანებას და მშვიდობას",- განაცხადა ბრეგაძემ „იმედი Live"-ის ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)