|
2023-07-20 09:48:13, 1366 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევი დაბომბეს [ვიდეო]
რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 სართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და ავტოფარეხებში ხანძარი გაჩნდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი და ნიკოლაევის მერი ალექსანდრ სენკევიჩი ავრცელებენ. სენკევიჩის თქმით, შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათგან 9 საავადმყოფოში გადაიყვანეს. "სულ დაშავდა 18 ადამიანი, მათგან 9 საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვი. 2 ადამიანი ამოიყვანეს ნანგრევებიდან. სასწაულია, რომ მათ გადარჩენა მოახერხეს",- განაცხადა სენკევიჩმა. თავდასხმის შედეგად, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და 15-მდე ავტოფარეხი დაზიანდა. ამასთან, როგორც ვიტალი კიმმა განაცხადა, თავდასხმის შედეგად არიან გარდაცვლილებიც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)