03:01 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-17 13:06:02, 681 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციაზე - როგორ წარსდგებიან არჩევნებზე არ მაინტერესებს, რადგან მათ ჰყავთ ერთი პატრონი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები დაყოფილები არიან, თუმცა "მათ ერთი პატრონი ჰყავთ". 

კალაძემ  სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეკრების შესახებ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ "მისთვის მთავარია მხოლოდ  პარტია „ქართული ოცნება“ და მისი საარჩევნო გეგმები".  

„რეალურად ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ ყველამ, რომ ეს ადამიანები არიან ერთი მსოფლმხედველობის. ერთი პარტია იყო თავის დროზე, შემდეგ დაიშალნენ და ცალკეულ პოლიტიკოსებად და პოლიტიკურ პარტიებად მოგვევლინნენ. ეს ადამიანები არიან ერთი პატრონაჟის ქვეშ, ჰყავთ ერთი პატრონი. შეიძლება დღეს ერთი სახელი დაირქვან, ხვალ მეორე, მაგრამ ყველანი ერთნი არიან. როგორ წარსდგებიან ისინი ან რა ფორმულირება ექნებათ, ეს მე არ მაინტერესებს. 

ჩემთვის მთავარი არის ჩემი პარტია, თუ როგორ წარსდგება, რა სიახლეებს შემოიტანს, რა ახალი პროექტები გვექნება. რაც შეეხება ამ ადამიანებს, საერთოდ არ არიან საინტერესო. მათ ყველას ერთი ხერხემალი აქვთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics