21:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-17 09:26:11, 1454 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - როდესაც უკრაინის საჰაერო ფარი საკმარისად გაძლიერდება, მთელ ევროპას დავიცავთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, როდესაც უკრაინის საჰაერო ფარი საკმარისად გაძლიერდება, ქვეყანა რუსული ტერორისგან მთელი ევროპის დაცვას უზრუნველყოფს.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკრაინა არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და მის დაცვაში სხვა ქვეყნებსაც დაეხმარება.

"ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ არ არსებობს ისეთი რუსული რაკეტები, რომლებსაც უკრაინელები ვერ ჩამოაგდებენ და როდესაც უკრაინის საჰაერო ფარი საკმარისად გაძლიერდება და ასეც იქნება, უკრაინა უზრუნველყოფს მთელი ევროპის რეალურ თავისუფლებასა და დაცვას. აქედან იწყება ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოება, უკრაინის სუვერენიტეტი და ძალაუფლება.

ჩვენი სახელმწიფო არასდროს დათმობს თავის სუვერენიტეტს. და ეს უკვე ყველასთვის აშკარაა მსოფლიოში. რაც არ უნდა იყოს რუსული ტერორი, ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის თავისუფლება მაინც შენარჩუნდება, ის მაინც გაიმარჯვებს. ყოველწლიურად უკრაინა მხოლოდ გაძლიერდება და დაეხმარება სხვა თავისუფალ ერებს, დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი და ააშენონ უსაფრთხოება. უკრაინას შეუძლია ამის გაკეთება",- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics