|
2023-07-14 14:08:29, 669 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ერთ-ერთმა ელჩმა თქვა, რომ ეშინიათ, საქართველოს გავლით ბევრი რუსის ევროკავშირში შესვლის - თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში, ნუ მისცემენ ვიზებს
ერთ-ერთი ელჩი გამოვიდა და თქვა ასეთი რაღაც, რომ საქართველოს გავლით ეშინიათ, რომ ბევრი რუსი შევა ევროკავშირში. ევროკავშირში რუსეთის მოქალაქის შესვლას სჭირდება ვიზა, თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში, ნუ მისცემენ ვიზებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კითხვაზე, რუსეთთან ფრენების გამო, რამდენად არსებობს რისკი, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს სატრანსპორტო ჰაბად გადაიქცეს, ირაკლი კობახიძემ მაგალითად მოიყვანა მეზობელი ქვეყნების სტატისტიკური მონაცემები. კობახიძემ აღნიშნა, რომ თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთისგან განსხვავებით, საქართველო დღეში მხოლოდ 5 პირდაპირ რეისს ასრულებს რუსეთის მიმართულებით, რაც რამე სახის რისკს ამ კუთხით გამორიცხავს. „რაც შეეხება იმას, თუ რამდენად „სარისკოა“ ამ კუთხით საქართველოში ფრენები რუსეთის მოქალაქეების ევროპაში გამგზავრების თვალსაზრისით: მარტივი სტატისტიკა რომ მოვიყვანოთ, მაგალითად, დღეში, რუსეთსა და თურქეთს შორის სრულდება დაახლოებით 100 პირდაპირი რეისი, აზერბაიჯანი - დაახლოებით 25, სომხეთი - დაახლოებით 25, რაც ჯამში არის 150. რაც შეეხება საქართველოს, დღეში სრულდება 5 რეისი. თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რა მასშტაბებზეა საუბარი, როგორ შეიძლება საქართველოში ფრენები გახდეს რაღაცნაირად რისკების საფუძველი? ეს ხომ ცარიელი სპეკულაცია და ტყუილებია? როგორ შეიძლება ასეთ რამეს კადრულობდეს ელჩი, ან ნებისმიერი პოლიტიკოსი, ან ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს უდნა უფრთხილდებოდეს? - არ შეიძლება ასეთი ტყუილებით პიარული სვლების დაგეგმვა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)