03:38 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-14 13:02:48, 792 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა რადას მიმართვაზე - არ გამოვრიცხავ, ფული ჰქონდეს აღებული ბატონ არახამიას

მათი ინიციატივა, რაც არ უნდა იყოს, უკავშირდება ერთადერთი იმას, რომ სააკაშვილი დაიხსნან ტყვეობიდან იმიტომ, რომ არ გამოვრიცხავ, ფული ჰქონდეს აღებული ბატონ არახამიას,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა უკრაინის რადაში დარეგისტრირებულ მიმართვის პროექტს, რომელიც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს.

ზარქუას თქმით, პარტია ''ხალხის მსახურის'' ლიდერი დავით არახამია და რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო "ხელმოცარული პოლიტიკოსები არიან, რომლებით რადაში შემთხვევით მოხვდნენ".

"არახამიასნაირები და გონჩარენკოები რაც არ უნდა ინიციატივით გამოვიდნენ, ეს ჩვენთვის უინტერესოა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ ქალაქში და ქუჩაში ვერ გამოდიან. გინახავთ არახამია სადმე ბრძოლობდეს? რამდენი ტერიტორია დაკარგა. სადმე გინახავთ ან გონჩარენკო ან არახამია იარაღით ხელში? ესენი არიან ხელმოცარული პოლიტიკოსები, შემთხვევით მოხვედრილი რადაში, უკრაინის პოლიტიკაში. უსამშობლოების გაერთიანებაა.

მათი ინიციატივა, რაც არ უნდა იყოს, უკავშირდება ერთადერთი იმას, რომ სააკაშვილი დაიხსნან ტყვეობიდან იმიტომ, რომ არ გამოვრიცხავ, ფული ჰქონდეს აღებული ბატონ არახამიას. ამაზე წამსვლელია იმიტომ, რომ უსამშობლო კაცია, რომელსაც არაფრად ადარდებს არც უკრაინის ბედი, არც საქართველოს ბედი. ქართველ ხალხს, ქართველი ვარო და რუსულად გველაპარაკება",- განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 ივლისს უკრაინის რადაში დარეგისტრირდა მიმართვის პროექტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics