|
2023-07-14 10:46:37, 1503 ნახვა
ომი უკრაინაში
პენტაგონი უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემას ადასტურებს
პენტაგონი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაპირებული კასეტური საბრძოლო მასალა უკვე მიიღო. განცხადება აღნიშნულის თაობაზე, 13 ივლისს, პენტაგონში, გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა დუგლას სიმსმა გააკეთა. სიმსს არ დაუკონკრეტებია, გამოიყენა თუ არა უკვე უკრაინამ მიღებული იარაღი. აღსანიშნავია, რომ კიევისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემა პენტაგონამდე უკრაინელმა გენერალმა, ოლექსანდრ ტარნავსკიმ დაადასტურა. ტარნავსკიმ CNN-თან საუბრისას თქვა, რომ იარაღი უკვე უკრაინაშია, თუმცა ფრონტის ხაზზე მისი გამოყენება ჯერ არ მომხდარა. ცნობისთვის, 7 ივლისს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას გადასცემს. "რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა უკრაინას ეს სჭირდება",- თქვა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)