|
2023-07-13 16:47:38, 1559 ნახვა
ომი უკრაინაში
CNN - უკრაინელი გენერალი ადასტურებს, რომ კიევმა შეერთებული შტატებისგან კასეტური საბრძოლო მასალა მიიღო
უკრაინელი გენერალი ოლექსანდრ ტარნავსკი CNN-თან ადასტურებს, რომ კიევმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან კასეტური საბრძოლო მასალა მიიღო. გენერლის განცხადებით, უკრაინას იარაღი ჯერ არ გამოუყენებია. ”ჩვენ ახლახან მივიღეთ ის. ჯერ არ გამოგვიყენებია, მაგრამ მას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ვითარება [ბრძოლის ველზე]. მტერსაც ესმის, რომ ამ საბრძოლო მასალის მიღებით ჩვენ გვექნება უპირატესობა. მტერი დათმობს ყველა იმ ტერიტორიას, სადაც შესაძლებელია მისი გამოყენება“,- ამბობს ოლექსანდრ ტარნავსკი. ცნობისთვის, 7 ივლისს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას გადასცემს. "რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა უკრაინას ეს სჭირდება",- თქვა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)