04:53 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-11 13:53:29, 926 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი - საქართველო თავსებადია ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით - გადაწყვეტილება ნატოს ხელმძღვანელობაზეა

არსად ჩატარებულა ნატოს არაწევრ ქვეყანაში იმდენი წვრთნა, რაც ჩატარდა საქართველოში, მათ შორის, სამხედრო კომიტეტის სხდომები, რაც უპრეცედენტო იყო - ჩატარდა ბრიუსელშიც და საქართველოშიც. ამიტომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო თავსებადია ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ახლა გადაწყვეტილება, თუ როგორი უნდა იყოს ის, არის ნატოს ხელმძღვანელობაზე. საქართველო ამ მხრივ პირნათელია, - ამის შესახებ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, საერთაშორისო ინსტიტუტების მონაცემებით, "კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო ნატოს წევრ 16 ქვეყანა უსწრებს, კანონის უზენაესობის ინდექსით - ნატოს ოთხ ქვეყანას, გამჭვირვალობის ინდექსით - ნატოს წევრ 17 ქვეყანას, ინტერნეტის თავისუფლებით - 6 ქვეყანას, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით - ნატოს წევრ 15 ქვეყანას, ბიუჯეტის გამჭვირვალობით კი მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ".

„ავღანეთის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი მონაწილეობა გვაქვს მიღებული, აბსოლუტურ რაოდენობაში კი, მეოთხე ადგილზე ვართ შეერთებული შტატების, გერმანიის და იტალიის შემდე. ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს ამის შესახებ თავის გამოსვლაში არ უსაუბრია. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, საზოგადოება იტყვის, რომ არის ოპოზიცია, რომელსაც არ სურს არც კანდიდატის სტატუსი და არც საქართველოს ნატოში გაწევრიანება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics