22:22 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-09 17:17:10, 1437 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - პუტინი, როგორც პრეზიდენტი აღარ არსებობს

ვლადიმერ პუტინი, როგორც პრეზიდენტი აღარ არსებობს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყებამ ცხადყო, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი აღარ აღიქმება ადამიანად, რომელმაც იცის, როგორ აკონტროლოს სიტუაცია.

"როცა დასრულდა ერთდღიანი აჯანყება, რამაც საგრძნობლად შეაშინა რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ელიტა, იმ დროს უკვე ცხადი იყო, რომ პუტინი აღარ აღიქმებოდა როგორც ადამიანი, რომელმაც იცის, როგორც უნდა აკონტროლოს სიტუაცია",- ამბობს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა.

შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება".

მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics