05:44 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-07 17:13:35, 917 ნახვა

პოლიტიკა
ალექსი ბატიაშვილი - ჯაშუშები, რა თქმა უნდა, გამოვლენილია - რაოდენობას და ქვეყნებს ვერ გეტყვით

ჯაშუშები, რა თქმა უნდა, გამოვლენილია - რაოდენობას და ქვეყნებს ვერ გეტყვით,- ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა განაცხადა.

როგორც ბატიაშვილმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის 2022 წლის ანგარიში წარდგენის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათი დაკავება არ მომხდარა.

"ხდება გამოვლენა ძალიან ხშირად - შარშანაც ხდებოდა, წელსც ხდება ამაზე მუშაობა... დაკავება არ მომხდარა და ბევრჯერ გვითქვამს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის მთავარი ამოცანა არის გამოვლენა, იდენტიფიცირება უცხოეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი პირის, მათი შესწავლა, მოქმედების ფორმების შესწავლა, გაუვნებელყოფა და შესაძლებელია, ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება",- ამბობს სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე. 

ბატიაშვილის თქმით, ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული ჯგუფები დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავდნენ.

"გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ვისაუბრეთ იმ საფრთხეებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გასულ წელს ჰქონდა უსაფრთხოების გამოწვევების მხრივ, ასევე ჩვენი სამსახურის მიერ გატარებულ  ღონისძიებებზე.

შევეხეთ, რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის საკითხს, კონტრდაზვერვით საქმიანობას, კონტრტერორისტულ ღონისძიებებს, ასევე ანტიკორუფციული მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს. 

არანაირი ბრალდება ოპოზიციის მისამართით არ ყოფილა. აქ იყო პიროვნებები და ჯგუფები, აქტორები, რომლებიც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გეგმავდნენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. მათი მიზანი იყო არეულობა და ერთობლივი ღონისძიებების გატარების შედეგად იქნა აღკვეთილი",- განაცხადა სუს-ის უფროსის პირველი მოადგილემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics