|
2023-07-07 14:19:52, 1276 ნახვა
ომი უკრაინაში
გაერო - რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 9 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 9 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა,- აღნიშნულის შესახებ უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნოელ კალჰუნმა განაცხადა. გაეროს ადმიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელის ცნობით, გარდაცვლილთა შორის 500-ზე მეტი ბავშვია. "დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ საშინელ ეტაპს ომში, რომელიც უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში საშინელ დანაკარგებს იწვევს“,- განაცხადა კალჰუნმა. გაეროს წარმომადგენლის თქმითვე, მაისსა და ივნისში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც წლის პირველ ოთხ თვეში დაღუპულთა რიცხვი შედარებით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ გაეროს ადმიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი შეიძლება ბევრად მეტი იყოს, ვიდრე ოფიციალურადაა დადასტურებული.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)