05:43 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-07 10:48:39, 813 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - მზად ვართ, შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია და ვიმედოვნებთ, რომ მალე საქართველო ევროპულ ოჯახს შეუერთდება

ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ძალისხმევა დაფასდება და მალე საქართველო შეუერთდება ევროპულ ოჯახს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის გზა ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან განსაზღვრა. 

"საქართველო ამჟამად გადის დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების პერიოდს, ამიტომ ჩვენი ვალია, გავიაროთ ეს ეტაპი სიბრძნით და მოთმინებით, ვიყოთ ფხიზლად, ვიმოქმედოთ გონიერებითა და წინდახედულებით, ვიზრუნოთ მშვიდობის შენარჩუნებაზე და მივცეთ ქვეყანას განვითარების შესაძლებლობა, რათა დაკმაყოფილდეს ჩვენი მოსახლეობის მოლოდინები.

საქართველომ ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან განსაზღვრა ევროინტეგრაციის გზა, ჩვენ ამ გზას მივყვებით ფრთხილად, დიდი მონდომებით და ნებისყოფით. ჩვენ ველოდებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ჩვენი მხრიდან, ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ძალისხმევა დაფასდება და მალე საქართველო შეუერთდება ევროპულ ოჯახს.

უფრო მეტიც, მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანას შეუძლია დაიკვეხნოს იმით, რომ განხორციელდა ყველა ის რეფორმა, რამაც საქართველო წარმატებული ქვეყანად აქცია კორუფციასთან ბრძოლაში, ბიუჯეტის გამჭვირვალობაში, ბიუროკრატიის შემცირებაში, ბიზნესის შექმნის ხელშეწყობაში, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა გავხადეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი",- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics