23:43 - 23 Apr, 2026
|
2023-07-06 19:17:54, 1385 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკომისია - სარაკეტო თავდასხმა ლვოვზე ომის დანაშაულია, რუსეთი პასუხს აგებს
საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერი, პიტერ სტანო რუსეთის მხრიდან ქალაქ ლვოვზე თავდასხმას გამოეხმაურა. როგორც სტანო აღნიშნავს, რუსეთი განზრახ უმიზნებს უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას, რაც ომის დანაშაულია და დასძენს, რომ მომხდარის გამო რუსეთი პასუხს აგებს. „ლვოვზე რუსეთის თავდასხმა კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ პუტინი განზრახ უმიზნებს უკრაინელ ხალხს. მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე განზრახ დამიზნება ომის დანაშაულია. რუსეთი პასუხს აგებს“, - განაცხადა პიტერ სტანომ. ცნობისთვის, რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქ ლვოვზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს, ბოლო მონაცემებით, 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)