|
2023-07-06 17:18:39, 1364 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 45 მებრძოლი გაათავისუფლა [ვიდეო]
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 45 მებრძოლი გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს. ერმაკის თქმით, გათავისუფლებულებს შორის 41 სერჟანტი, 2 სამოქალაქო პირი და 2 ბავშვია. "დღეს ასევე კარგი ამბავი გვაქვს. 45 მებრძოლი, 2 მშვიდობიანი მოქალაქის ტყვეობიდან დაბრუნება მოვახერხეთ. მათ შორის 2 ოფიცერი, 41 რიგითი და სერჟანტია, 1 "აზოვსტალის" თანამშრომელი და დაცვის თანამშრომელი ხერსონიდან. არიან დაჭრილი ჯარისკაცები. ასევე დონეცკის სამხედროები, მათ შორის ბახმუტის, ზაპოროჟიეს და ხარკოვის მიმართულებები. თითოეული მათგანი გმირია. ასევე, დღეს რუსეთში უკანონოდ წაყვანილი უკრაინელი ბავშვები - 6 წლის რენატა და 10 წლის ვარვარა შემოგვყავს",- წერს ერმაკი. ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემჭრის დაწყებიდან დღემდე, დამპყრობლების ტყვეობიდან უკვე 2 474 უკრაინელი გათავისუფლდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)