|
2023-07-06 11:12:58, 1436 ნახვა
ომი უკრაინაში
ლვოვში სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 30-ს აჭარბებს - მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ [ვიდეო]
უკრაინის ქალაქ ლვოვში რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 30-ს აჭარბებს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც კლიმენკომ Telegram-ზე დაწერა, მაშველებმა თავდასხმისას დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ნაანგრევებიდან 7 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ნანგრევების ქვეშ მეტი ადამიანი იყოს მოყოლილი. ლვოვის მერი ანდრეი სადოვიი, რომელმაც ქალაქზე თავდასხმას, ომის დაწყების შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უწოდა, აცხადებს, რომ ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს. სარაკეტო იერიშს უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც თქვა, რომ "რუსი ტერორისტების მიერ ღამით განხორციელებულ შეტევას შესაბამისი პასუხი გაეცემა". ცნობისთვის, რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქ ლვოვზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს, ბოლო მონაცემებით, 4 ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)