07:39 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 19:16:20, 819 ნახვა

პოლიტიკა
მაკფოლი: საქართველოს ემუქრება სერიოზული სანქციები, თუ სააკაშვილი მოკვდება

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში და სანქციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორმა მაიკლ მაკფოლმა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, თბილისს "სერიოზული სანქციები" ემუქრება, თუ პოლიტიკოსი მოკვდება.

„რა თქმა უნდა, დემოკრატიული სამყარო სერიოზულ სანქციებს დაუწესებს ქართველ მაღალჩინოსნებსა და ოლიგარქებს, თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება“, - წერს მაიკლ მაკფოლი ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევის საქმის სასამართლო სხდომაში მიიღო მონაწილეობა. პოლიტიკოსი პროცესს კლინიკიდან ვიდეო ლინკით ჩაერთო და თავისი უკიდურესად დაღლილი ფიზიკური მდგომარეობა აჩვენა. სააკაშვილის გამოჩენას ევროპარლამენტარებისა და ოპოზიციის მწვავე რეაქცია მოჰყვა. მმართველი პარტია ყველა ბრალდებას უარყოფს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics