09:54 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 13:15:04, 876 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის საგარეო - უკრაინული მხარე მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მკურნალობისთვის გადაყვანას მოითხოვს

უკრაინული მხარე მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მკურნალობისთვის გადაყვანას მოითხოვს,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, დიპლომატიური უწყება მოითხოვს, რომ "საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს დამამცირებელი მოპყრობა უკრაინის მოქალაქის მიმართ".

„4 ივლისს უკრაინის პრეზიდენტის დავალების შესასრულებლად უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოს ელჩი უკრაინაში  გიორგი ზაქარეიშვილი, რომლის მიმართაც დიპლომატებმა გამოხატეს მკაცრი პროტესტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარების გამო.

ქართველ დიპლომატს ხაზგასმით აღენიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არის მიუღებელი. საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს დამამცირებელი მოპყრობა უკრაინის მოქალაქის მიმართ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარეიშვილს შესთავაზა თბილისში დაბრუნება კონსულტაციების გასავლელად და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად.

უკრაინული მხარე მოითხოვს, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანას მკურნალობისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს მას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის საკითხზე თბილისთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics