08:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 09:27:02, 655 ნახვა

პოლიტიკა
ბორუდერი სააკაშვილზე - პოლიტიკურად მოტივირებული წამებაა, ეს კაცი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს

ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული წამება,- ასე ეხმაურება „მაგნიტსკის აქტის“ ავტორი ბილ ბროუდერი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესს.

ბროუდერის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.

"სასამართლო სხდომიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შემზარავი კადრები გამოჩნდა. ვინც ამბობს, რომ მას ცუდად არ ეპყრობიან, უნდა ნახოს ეს სურათები. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული წამება. ეს კაცი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს",- წერს ბროუდერი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი გაიმართა.

სხდომას მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics