11:09 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-03 19:37:15, 761 ნახვა

პოლიტიკა
ერმაკი სააკაშვილზე - მისი დაჭერა და გისოსებს მიღმა გამომწყვდევა ადამიანის უფლებების დარღვევაა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლოს გამოეხმაურა.

როგროც ერმაკმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი სიმართლის, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოა და მისი პატიმრობა ადამიანის უფლებების დარღვევაა.

"მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. ის არის სიმართლისთვის, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლო. მისი დაჭერა და გისოსებს მიღმა გამომწყვდევა ადამიანის უფლებების დარღვევაა", - წერს ერმაკი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურ რეჟიმი ერთვება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics