11:08 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-03 18:12:31, 703 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ დეპუტატებს სააკაშვილის მონახულების უფლება მისცეს

დღეს კიდევ ერთხელ იხილა საქართველოს მოსახლეობამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ტერორისტი პუტინის დავალებით ამყოფებს ტყვეობაში, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს.

ხაბეიშვილმა პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილს მოუწოდა, რომ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მისცეს.

“დღეს კიდევ ერთხელ იხილა საქართველოს მოსახლეობამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ტერორისტი პუტინის დავალებით ამყოფებს ტყვეობაში, ასევე ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვითხოვთ ევროკავშირის მისიის შესვლას პრეზიდენტ სააკაშვილთან ,ვგულისხმობ პოლონელ ექიმებს და რამდენიმე თვეა სისხლის სამართლის დამნაშავე რატი ბრეგაძე, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, უარს ამბობს და არ აძლევს შესაძლებლობას ევროკავშირის მისიას, პოლონელ ექიმებს, რომ შევიდნენ მიხეილ სააკაშვილთან და გამოიკვლიონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ცხადია ჩართონ მკურნალობის პროცესში. ასევე მეორე საკითხი, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება, ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ და დღეს კიდევ ერთხელ ვითხოვთ საქართველოს ე.წ. თავმჯდომარისგან პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის არ შეშლას. პარლამენტის წევრებს უკვე რამდენიმე თევა არ გვეძლევა შესაძლებლობა მოვინახულოთ პრეზიდენტ სააკაშვილი და დღეს კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვითხოვთ უფლების განხორციელების შესაძლებლობას, რომ უფლება გვქონდეს პარლამენტის წევრებს პრეზიდენტი სააკაშვილის მონახულების“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics