09:49 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-03 13:44:01, 601 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ბაია პატარაია არის ერთ-ერთი მთავარი ფსევდოლიბერალი, უცხოელი აგენტი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააზიანოს სახელმწიფოს ინტერესები

ბაია პატარაია არის ერთერთი მთავარი ფსევდოლიბერალი, უცხოელი აგენტი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააზიანოს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.  

კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მოთხოვნას -  გადადგეს ნინო წილოსანი გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბაია პატარაიას პოზიციას "დიდი ფასი არ აქვს, რადგან ყველამ იცის, რომ ის არის უცხოელი აგენტი".  

„ბაია პატარაიას პოზიციას დიდი ფასი არ აქვს, ყველამ იცის, რომ ის არის უცხოელი აგენტი. ბაია პატარაია არის ერთერთი მთავარი ფსევდოლიბერალი, უცხოელი აგენტი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააზიანოს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მათ სიტყვას არავითარი ფასი არ აქვს. ეს არის ერთგვარი კასტა, რომელიც პირდაპირ დავალებებით მოქმედებს. გარდა ამისა ეს არის ადამიანი, რომელიც ადეიშვილის უწყებაში მუშაობდა, როდესაც ადეიშვილი იყო იმ სისხლიანი რეჟიმის ერთერთი მთავარი ავტორი და შემოქმედი. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანების სიტყვას ვერავითარი ფასი ჩვენთვის ვერ ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics