02:57 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-30 22:25:42, 1325 ნახვა

სამართალი
მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და წამყვანზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს, ნიკოლოზ გუგეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა. 

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად 20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს მოითხოვდა. 

''მას აღიარებული აქვს თავისი ბრალი. მეორე საკითხი, თავისი ნებით გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში. მისცა ჩვენება, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სამართლებლივ ფარგლებში რაც გვაქვს დღევანდელი მოცემულობით, სისხლის სამართლებრივ კოდექსში, იმით ვიხელმძღვანელებთ. თუნდაც გირაოს შუამგომლობა, თუნდაც პერსონალური თავდებობა,'' - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა. 

ნიკოლოზ გუგეშაშვილის მომდევნო სასამართლო სხდომა 22 აგვისტოს ჩაინიშნა. 

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის თქმით მას თავს უცნობი პირი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობას გულისხმობს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics